Project Description
მუსიკალური კარიერა: სკოლის პერიოდში დაიწყო, სადაც იყო სკოლის ვაჟთა გუნდის სოლისტი და არაერთი ფოლკლორული ფესტივალისა და ოლიმპიადის ლაურეატი.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის ტრიოს. 2000 წლიდან ანსამბლ “ალილოს” სოლისტი და ჯგუფ ,,ალილოს” მუსიკალური ხელმძღვანელია.
მის მიერ შესრულებული სიმღერა “მონატრებიხარ ფიქრებს” ბოლო დროის ყველაზე რეიტინგულ ქართულ სიმღერად, ხოლო თავად 2010 წელს საუკეთესო მომღერალ ქართველ მამაკაცად დასახელდა.
იგი არის მრავალი კონკურსის ლაურეატი, მიღებული აქვს მონაწილეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კულტურულ ღონისძიებებში (აშშ, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ა.შ.)
მისი სიმღერები შესულია ანსამბლ “ალილოს”, რუსუდან სებისკვერაძის, მარიკა კვალიაშვილის, ბიძინა კვერნაძის, ლილიკო ნემსაძის და სხვა ცნობილი კომპოზიტორის ალბომებში.
2012 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი სახელწოდებით “მონატრებიხარ ფიქრებს”.ამავე წელს სრული ანშლაგით ჩატარდა მისი სოლო კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. არის რადიოჰოლდინგ ფორტუნას მიერ ორგანიზებული წლის დაჯილდოების ყველაზე რეიტინგულ ცერემონიალის “ოქროს ტალღის” არაერთგზის გამარჯვებული.
2017 წელი- წლის საუკეთწსო დუეტი “ოქროყანის აღმართი”
2018 წელი- წლის საუკეთესო სიმღერა “შენ რომ დიდი იქნები”
2019 წელი- წლის საუჟეთესო ქალაქური სიმღერა ” შენ რომ დიდი იქნები”
2018,2019,2020 წლებში კომპანია “ჯეო ივენთ ჯგუფის” ორგანიზებით სრული ანშლაგით ჩატარებული აქვს 70 ზე მეტი კონცერტი საქართველოს რეგიონებში.
არის მრავალი სიმღერის განახლებული ვერსიის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი.
ლაშას თქვენი ღონისძიებისათვის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
ტელ.: 595799725
Email: info@bendebi.ge