1/4 და ლინდა ადამია

შემადგენლობა:

გიორგი კორძაძე – რითმ გიტარა, ვოკალი
ლინდა ადამია – ვოკალი
ვახტანგ ქობალია – კლავიში,სინთეზატორი
სოლომონ ყავრელიშვილი – ელექტრო გიტარა
თორნიკე ღვალაძე – დრამი

ჯგუფი “ერთი მეოთხედი” (1/4) დაარსდა 2011 წელს.
ბენდმა პირველი სიმღერის გამოშვებიდან მალევე მოიპოვა პოპულარობა საავტორო სიმღერებით, რომელთა ტექსტებიც და მუსიკაც 1/4 ის სოლისტს ეკუთვნის.

2014 წლიდან მათ ღრმა კოლაბორაცია დაიწყეს მომღერალ ლინდა ადამიასთან, რის შემდეგაც ბენდს აქვს 2 მიმართულება : – “საავტორო” და “Cover-Mashup”.
ჯგუფი 1/4 და ლინდა მრავალი წელია აქტიურად ემსახურებიან სხვადასხვა სახის წვეულებებს, რასაც მათი ენერგია და მუსიკალური შესაძლებლობები – ნამდვილ კონცერტად აქცევს.

მიღწევები:
2020წელს და 2021 წელს 1/4 -ის საავტორო სიმღერა “რა ფერია ბედნიერების” Youtube- ს მონაცემებით დასახელდა საქართველოს მასშტაბით ყველაზე სმენად სიმღერად.

2024 წელს GMI Rights Management-მა სიმღერა “იასამნისფერში” -ს გამოშვების შემდეგ ჯგუფ 1/4 -ს და ლინდას გადასცა 2 ჯილდო :
1. წლის საუკეთესო მუსიკალური ნამუშევარი და წლის საუკეთესო ვიდეო ნამუშევარი
2. წლის საუკეთესო მუსიკალური კლიპი.

თქვენი ღონისძიებისათვის ბენდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

ტელ.: 595 799 725

            591 50 48 55

Email: info@bendebi.ge

Back to top