ქართული ხმები

დაარსების დღიდან ანსამბლს ,,ქართული ხმები” დიდი და წარმატებული გზა აქვს გავლილი. გამოცემული აქვს 7 აუდიო და სამი ვიდეო ალბომი. სხვადასხვა ქვეყანაში თუ საქართველოს მასშტაბით გამართულ ფესტივალებზე უხვად არის დაჯილდოებული დიპლომებით, სიგელებითა და პრემიებით. ანსამბლის რეპერტუარი მრავალფეროვანია, მასში შედის როგორც ქართული ფოლკლორი, ასევე ტრადიციული საესტრადო და საავტორო სიმღერები.

ანსამბლის სიყვარული და წარმატება თითოეული წევრის ნიჭიერებამ და პიროვნულმა ღირსებამ განაპირობა. ანსამბლის ძალა მხოლოდ სიმღერით არ შემოიფარგლება, მათ უდიდესი მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან. დიდი ქართული ოჯახები, ფართო სამეგობრო წრე და ლოიალური მსმენელის სიყვარული – ეს ყოველივე აძლევს ბიჭებს იმის სტიმულს, რომ შემართებით აკეთონ საყვარელი საქმე. ანსამბლის ყველა კონცერტი გამორჩეულია რეპერტუარში სიახლეებით. “ქართული ხმები” განაგრძობს ქართულ სცენაზე ახალი მუსიკალური ჟანრების, სტილისა და მიმართულებების დამკვიდრებას.

ანსამბლი მუდმივად ზრუნავს შემოქმედებით ზრდასა და განვითარებაზე. მისი თითოეული წევრი გულისყურით არჩევს რეპერტუარს, რათა მიიტანოს, როგორც ერთგული მსმენელის გულებამდე, ასევე პოპულარიზაცია გაუწიოს უცხოეთში ქართულ მრავალხმიანობას.

ანსამბლის წევრების მთავარი მიზანია შეინარჩუნონ ქართული ფოლკლორული ნამუშევრები და გადასცენ მომავალ თაობას.

თქვენი ღონისძიებისათვის ბენდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

ტელ.: 595799725

Email: info@bendebi.ge

Back to top