Project Description

ანსამბლი ალილო დაარსდა 2000 წელს, ცნობილი ქართველი მომღერლის, გურამ თამაზაშვილის მიერ, რომელიც ასევე გახლდათ ამ ანსამბლის ლოტბარი და ხელმძღვანელი. მისი მოღვაწეობის პერიოდში ანსამბლმა გამართა მრავალი კონცერტი როგორც საზღვარგარეთ, მრავალ ქვეყანაში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. აღსანიშნავია კონცერტები: ნიუ იორკის მასტერ თეატრში, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის ფილარმონიაში (2004), როტერდამის საკონცერტო დარბაზში (ჰოლანდია), ესპანეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

ანსამბლი „ალილო“-ს შემადგენლობა მრავალფეროვანია იმ კუთხითაც რომ მისი წევრები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, რაც ასევე გამოიხატება მათი შესრულების მანერაში.

ანსამბლის ყველა წევრს აქვს თავისი მიმართულება, რაშიც ის გვევლინება ლიდერად. ასევე „ალილო“-ს შესრულებისას იგრძნობა მისი ხელმძღვანელის, გურამ თამაზაშვილის საშემსრუებლო მანერა. იგი მომხრე იყო შესრულებისას აბსოლიტური თავისუფლებისა, რაც „ალილო“-ს კონცერტებს მეტად იმპროვიზებულს ხდის.

ანსამბლის შემადგენლობა:

 

გიორგი დავითიანი – ტენორი 1 ხმა

არჩილ ბერიძე – ტენორი 1 ხმა

მიხეილ ჭონიშვილი  ტენორი მეორე ხმა

ლაშა ღლონტი – ტენორი მეორე ხმა

ალექსანდრე კობახიძე – ბარიტონი მესამე ხმა

საბა კემულარია – ბანი

 

ანსამბლი “ალილო”-ს თქვენი ღონისძიებისათვის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

ტელ.: 595799725

Email: info@bendebi.ge